• Ƀ/$

ლარმა გაუფასურება განაახლა

23 ივლისი 14:44 | ფინანსები

ლარი ისევ მკვეთრად უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულებამ 2.9000-ს მიაღწია, რაც ვაჭრობის დაწყების მომენტში არსებულ კურსს 2.50 თეთრით აღემატება.

წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.67-ს შეადგენდა, 8 თეთრით მეტს, ვიდრე 2018 წლის 1-ელ იანვარს. თებერვალში მცირედით 2.64-მდე გამყარდა, მაგრამ შემდეგ სულ რაღაც 2 თვეში გაუფასურების რეკორდი 5-ჯერ ზედიზედ მოხსნა. 8 ივლისს მცირე ხნით კურსმა 2.93-ს გადააჭარბა, 9 ივლისის ოფიცუალურმა კურსმა კი 2.9096 შეადგინა. 


6 თვეში გაუმჯობესებულია სავაჭრო ბალანსი, გაზრდილია ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, თუმცა რჩება უარყოფითი მოლოდინები და გაზრდილი რეფინანსირების სესხის მოცულობა. ამას გარდა 11-ჯერადი ინტერვენციის შედეგად სებმა ბრუნვიდან $165 მლნ ამოიღო.


1 წლის წინ ამ დროს $1-ის ღირებულება 2.44-ს შეადგენდა.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარადგინა



სხვა სიახლეები