• Ƀ/$

Airbus-მა მომავლის თვითმფრინავი წარმოადგინა

24 ივლისი 13:53 | ტექნოლოგიები

კომპანია Airbus-მა დიდ ბრიტანეთში სამეფო საჰაერო ტრანსპორტის შოუზე მომავლის თვითმფრინავის განსხვავებული კონცეფცია წარმოადგინა.

ახალი თვითმფრინავი მტაცებელი ფრინველის მოდელით არის შექმნილი და მისი მიზანი ავია სფეროს კონკურენციაში უპირატესობის მოპოვებას ისახავს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მართალია ფრინველის ზუსტ ანალოგს ვერასდროს შექმნიან, მაგრამ მისი საფრენი სისტემის გამოყენება შესაძლებელია. ლეონარდო და ვინჩის  ესკიზებში თვითმფრინავების ფრთები ერთ-ერთი მტაცებელის ფრინველის  მაგალითაა დახატული.


თვითმფრინავი სახელად Bird of Prey საავიაციო ინჟინრებმა ფრინველის სხეულისა და ფრენის მახასიათებლების შესწავლის შემდეგ შექმნეს. მათ გაითვალისწინეს ფრინველის აგებულება, ფრთების მდებარეობა კუდთან და თავთან მიმართებაში, მათი სიგრძე, წონა და ამის მიხედვით ორიგინალური თვითმფრინავის მოდელი წარმოადგინეს.


სხვა სიახლეები