• Ƀ/$

ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო TOP 50 ქვეყანას შორის მოხვდა

24 ივლისი 16:00 | ტექნოლოგიები

პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქ2019 წლის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა 48 - ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა. 

,,ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა.“- აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ. მან ასევე დასძინა, რომ ,,საქართველო ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 6%-ის მიმართვას განათლებაზე, მეცნიერებასა და ინოვაციებზე, აისახება 2020 წელს გლობალური ინოვაციების ინდექსში და ეს საქართველოს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. მთავრობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის საფუძველს. იმედი გვაქვს, რამდენიმე წელიწადში მოვახერხებთ საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვედრას. ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველო ხაზგასმით იქნა აღიარებული, როგორც არამარტო ლიდერი ქვეყანა რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ინოვაციების მიმართულებით.“


ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.


თითოეული ქვეყანა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით ფასდება:


1. ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა;


2. ადამიანური კაპიტალი და კვლევა;


3. ინფრასტრუქტურა (სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ეკოლოგიური მდგრადობა);


4. ბაზრის განვითარება (market sophistication) (ბაზრის პირობები და სავაჭრო ოპერაციების ოდენობა);


5. ბიზნესის განვითარება (business sophistication) (რამდენად უწყობენ კომპანიები ხელს ინოვაციებს);


6. ცოდნა და ტექნოლოგიის წარმოება (knowledge and technology outputs) (ცოდნისა და ტექნოლოგიის როლი გამოგონებებისა და ინოვაციების შექმნაში);


7. შემოქმედებითი წარმოება (creative outputs) (აფასებს შემოქმედებითობის როლს ინოვაციებში).


მსგავს თემაზე:

საქართველოში გზები ინოვაციური მეთოდით დაიგება


კორეა ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოდ დასახელდა



სხვა სიახლეები