• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძე : ანაკლიის პორტს მაინც ავაშენებთ

24 ივლისი 16:23, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. 

"მაინც ავაშენებთ",- წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.


ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება. ის ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ ჰოლანდიურ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს. ამის შესახენ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.


კომპანიის ცნობით, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage - ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშრაბით 100 000 ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.


Eiffage- ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და კონტრაქტის მიხედვით მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე სულ 1500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში.


სხვა სიახლეები