• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძე: სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ

24 ივლისი 16:59 | მედია ბიზნესისთვის - M2B

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი და ყველაზე დიდი აქციონერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა.

"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. პირდაპირ შემიძლია გითხრა, რომ ეს არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ჩვენ 6 თვე ამ შემოტევამ საკმაოდ სერიოზული ზიანი, როგორც საერთაშორისო აქციონერებს ასევე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე ჩვენს ხელახლა არჩევას ლონდონში", - განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს. 


საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.


საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.


 



სხვა სიახლეები