• Ƀ/$

ადვოკატი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ასეთი აბსორდული ბრალის დადგენილება არ მინახავს

24 ივლისი 17:45, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურის შენობა დატოვეს.

მთავარი საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 


მისი თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება უსუსური და აბსურდულია.


,,1995 წლიდან ვარ ადვოკატი და ასეთი აბსორდული ბრალის დადგენილება დღემდე არ მინახავს. ამ ბრალის დადგენილებას გარდა სათაურისა, არავითარი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს. ამას ვსაუბრობ, როგორც ამ ადამიანების ადვოკატი, როგორც იურისტი სრული პასუხისმგებლობით. ეს არის პროკურატურის დაცინვა და ძალიან ცუდია, რომ პროკურატურას საბოლოო ჯამშის ასეთი ფორმით გამოაქვს ეს დადგენილება. მე ყოველ შემთხვევაში სტუდენტებს ასე ვასწავლი და კოდექსში ასე წერია, ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში არსებული ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ჯაფარიძემ და ხაზარაძემ გაათეთრეს თიბისი ბანკის ფული. ჩვენ ახლა მტკიცებულებები გადმოგვეცემა და ვნახავთ ამ მტკიცებულებებს, რაც შეეხება ფულის გათეთრების მუხლს, არავითარი საერთო ამ შემთხვევას, ფულის გათეთრებასთან არ აქვს", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.


 


სხვა სიახლეები