• Ƀ/$

აქციების ფასის შემცირების შედეგად TBC-ის ღირებულება რამდენიმე საათში $114 მლნ-ით შემცირდა

24 ივლისი 18:20 | ფინანსები

მას შემდეგ რაც, საქართველოს პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა, რამდენიმე საათში ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC-ის აქციების ღირებულება 11%-ით შემცირდა.

თუ დილით 1 აქციის ფასი £15.06-ს შეადგენდა 18:00 საათისთვის ის უკვე £13.26-მდეა შემცირებული. შესაბამისად £91 მლნ-ით £733 მლნ-მდე შემცირდა ბანკის ჯამური კაპიტალიზაცია. დოლარში დაანგარიშებით ზარალი $114 მლნ-ს აღწევს, ლარში გადმოყვანით კი 330 მლნ ლარს.


მიმდინარე წელს თიბისისთვის ეს პირველი ვარდნა არაა. აქციების ფასი შემცირდა მაშინაც როდესაც ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიების მიმდინარეობა პროკურატურამ საჯაროდ დაადასტურა და მაშინაც, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოაცილა.


მამუკა ხაძარაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ყველაფერს ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს.  


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს


მამუკა ხაზარაძე : ანაკლიის პორტს მაინც ავაშენებთ


მამუკა ხაზარაძე: სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ


ადვოკატი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ასეთი აბსორდული ბრალის დადგენილება არ მინახავს



სხვა სიახლეები