• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძემ TBC bank-ში დირექტორთა საბჭოც დატოვა

25 ივლისი 00:23 | ფინანსები

ლონდონის ბირჟაზე TBC bank-ის აქციების ფასი 12%-ით შემცირდა რაც $130 მლნ-იან ვარდნას უდრის. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს და ბანკის დატოვების გადაწყვეტილებას ასაჯაროებს.

"მეგობრებო როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თბსბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციოერებმა დღეს 130 მლ დოლარით იზარალეს . წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ქონდა.


ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.


აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი . ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას.


სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!"


ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე 3 აპრილს მამუკა ხაძარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვაყურეო საბჭო დატოვეს, თუმცა ისინი კვლავ რჩებოდნენ დირექტორთა საბჭოში. 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე დაწყებულ გამოძიებას ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე : ანაკლიის პორტს მაინც ავაშენებთ


მამუკა ხაზარაძე: სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ


ადვოკატი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ასეთი აბსორდული ბრალის დადგენილება არ მინახავს


აქციების ფასის შემცირების შედეგად TBC-ის ღირებულება რამდენიმე საათში $114 მლნ-ით შემცირდა



სხვა სიახლეები