• Ƀ/$

თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება

25 ივლისი 12:19 | ფინანსები

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს, პროკურატურის განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები.

ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს  გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, თავად კი თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.  


ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი, თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, მათი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისთვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.


მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეეცდებიან, კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება, როდის გაქარწყლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.


აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. მასზე არჩევანი გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.  


 


 


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე : ანაკლიის პორტს მაინც ავაშენებთ


მამუკა ხაზარაძე: სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ


აქციების ფასის შემცირების შედეგად TBC-ის ღირებულება რამდენიმე საათში $114 მლნ-ით შემცირდა


მამუკა ხაზარაძემ TBC bank-ში დირექტორთა საბჭოც დატოვა



სხვა სიახლეები