• Ƀ/$

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

25 ივლისი 14:09 | ფინანსები

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას ყალბი ვებგვერდის არსებობის შესახებ აფრთხილებს.

ვებგვერდზე მომხმარებელმა საბანკო ბარათის მონაცემები უნდა შეიყვანოს. მითითებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ ვერიფიკაციისთვის ბარათზე მოხდება 0.01 თეთრის დაბლოკვა 24 საათით, რომელიც შემდეგ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.


საპენსიო სააგენტო მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვებგვერდის მისამართია –  pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო დანაზოგის შემოწმება კი, დამსაქმებლის მიერ მოწოდებული პაროლის მეშვეობით არის შესაძლებელი.


სავარაუდო თაღლითურ სქემაზე უკვე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქმის შესწავლა მიმდინარეობს.


მსგავს თემაზე:

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა


სების განცხადება საპენსიო დანაზოგების შესახებ



სხვა სიახლეები