• Ƀ/$

სოკარმა საქართველოში ახალი გაზსადენები იყიდა

25 ივლისი 14:31 | კომპანიები

საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შვილობილმა კომპანია SOCAR Georgia Gas-მა 94 ახალი გაზსადენი შეიძინა.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიამ აღნიშნული გაზსადენები $8.3 მლნ. იყიდა.


გაზსადენების ქსელი მთელ საქართველოს მოიცავს და უმრავლესობა თავმოყრილია ზესტაფონის, კასპის, ლანჩხუთის რაიონებში.


შეთანხმების პირობებით, SOCAR საქართველო სრულად გადაიხდის შესყიდული უძრავი ქონების საფასურს 18 წელში.


მსგავს თემაზე:

„სოკარმა“ „გაზპრომს“ ტენდერი მოუგო


„სოკარი“ თურქეთში პოზიციებს იმყარებს



სხვა სიახლეები