• Ƀ/$

ლარმა გაუფასურების ახალი ანტირეკორდი მოხსნა

25 ივლისი 17:06 | ფინანსები

25 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9171 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.61 თეთრი შეადგინა.
 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2496 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2343 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.53 თეთრი შეადგინა.


გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5105 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6452 ლარი
ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 ივლისიდან  შევა ძალაში.


გაუფასურების ანტირეკორდი ლარმა წელს უკვე მეექვსედ მოხსნა.


სხვა სიახლეები