• Ƀ/$

ვენესუელური ბოლივარი 7 თვეში 1242%-ით გაუფასურდა

26 ივლისი 10:50 | ფინანსები

ვენესუელური ბოლივარი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად გაუფასურებადი ვალუტის სტატუს მეხუთე წელია არავის უთმობს. წელს არასრულ 7 თვეში 1242%-ით გაუფასურება ერთადერთმა მხოლოდ მან მოახერხა. 

დღეს 1 აშშ დოლარი 8546 ბოლივარი ღირს, შავ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი, მაშინ როცა წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 637 ბოლივარს შეადგენდა. კატასტროფული ვარდნა წელს არ დაწყებულა. საკმაოდ სერიოზული პრობლემების მიუხედავად ნამდვილი კრიზისი 2014 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ნავთობის ფასები განახევრდა.


გასული წლის აგვისტოში. ვენესუელის დიქტატორმა ნიკოლას მადურომ ბოლივარს 5 ნული ჩამოაცილა, მაგრამ რეალური მონეტარული რეფომის გარეშე ამ გადაწყვეტილებას არსებითი შედეგი არ მოუტანია, კურსი ისევ გაუფასურდა ერთადერთი „მიღწევა“ ისაა რომ დოლარის ნომანალური ღირებულება დღეს 8546 ბოლივარია და არა  854 600 000 ბოლივარი. თუ ათვლის წერტილად 2014 წელს მივიჩნევთ 569 000 000%-იან გაუფასურების მაჩვენებელს მივიღებთ.


ეროვნული ვალუტის კვალდაკვალ ვენესუელაში 7 ნიშნა ინფლაცია ნარჩუნდება. აპრილში მან 2.8 მლნ პროცენტს მიაღწია. მაის-ივნისის მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა.



ეს ყველაფერი ხდება ნავთობის დამტკიცებული მარაგებით #1 სახელმწიფოში, რომელიც სოციალიზმმა გააღატაკა. მადუროს იარაღის ძალით მხარს რუსეთი უჭერს, რომელიც სწორედ ამ უკანასკნელის დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას. 50-ზე მეტმა ქვეყანამ მათ შორის საქართველომ ვენესუელის დროებით ლეგალურ პრეზიდენტად ხუან გუადიო ცნო, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევის პირობა დადო.


მსგავს თემაზე:

მაინც რა დაემართა ვენესუელას?



სხვა სიახლეები