• Ƀ/$

ლარის კურსი 2.94-ს გადასცდა

26 ივლისი 13:38 | ფინანსები

ლარი გაუფასურების ახალ ანტირეკორდს უკვე ყოველდღიურად ხსნის. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულებამ 2.9481-ს მიაღწია, რაც ოფიციალურ კურსს 2.24 თეთრით აღემატება.

ლარი წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე 10%-ით, 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს კი 20%-ით აღემატება. 1-ელ იანვარს დოლარი 2.67 ღირდა, შარშან ამ დროს 2.45. 2017 წლის 26 ივლისს კურსი 2.40 იყო, 2016 წელს 2.35; 2015 წელს 2.25; 2014 წელს 1.75; 2013 წელს 1.65. ბოლო 6 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 78%-ით გაუფსურდა.


ფუნდამენტური ფაქტორების: სავაჭრო ბალანსი, შემოსავალი ტურიზმიდან, ფულადი გზავნილები... გაუმჯობესების მიუხედავად რეფინანსირების გაზრდილი სესხი და უარყოფითი მოლოდინები ვალუტაზე დამატებით ზეწოლას ახდენს.



2.9171-ით 25 ივლისს ლარმა ანტირეკორდი ბოლო 3 თვეში მეექვსედ მოხსნა, დღეს 26 ივლის დიდი ალბათობით ანტირეკორდი მეშვიდედ მოიხსნება.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარადგინა



სხვა სიახლეები