• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის მმართველ საბჭოს ტოვებს

26 ივლისი 15:57, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის დირექტორთა საბჭოდან გადიან - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა. 

,,მე და ბადრის მომავალ კვირას გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩამოვშორდები მე საბჭოს თავმჯდომარეობას და ბადრი დირექტორის მოადგილეობას. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმიტომ რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ გამო გაჩერდა ეს სასიცოცხლო პროექტი. შეუძლებელია ბანკებს ელაპარაკო 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და პროკურატურა ყოველდღე, სახალდოდ გდებდეს ბრალს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პროკურატურა 2007-2008 წლების $17 მლნ-იანი ტრანზაქციის საქმეზე ფულის გათეთრების ბრალდებას უყენებს და აღმკვეთ ღონისძიებად მილიონ-მილიონ ლარს ითოხვს. ხაზარაძე ბრლადებას უარყოფს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ანაკლიის პორტს უკავშირებს.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძემ TBC bank-ში დირექტორთა საბჭოც დატოვა


აშშ-ის საელჩო მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს



სხვა სიახლეები