• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700 -700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

26 ივლისი 19:23, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 -700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბრალდებულებისთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 


მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბრალი 24 ივლისს წარედგინათ. 


ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ასევე აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე.


სხვა სიახლეები