• Ƀ/$

თიბისი ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსურციუმში ინვესტორად რჩება

26 ივლისი 19:37 | მედია ბიზნესისთვის - M2B

"თიბისი ჯგუფი" რჩება ინვესტორად და კონსორციუმის დამფუძნებლად", - ამ კომენტარით ეხმაურება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანაკლიის პორტის დირექტორთა საბჭოდან გასვლას. 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ოფიციალური ინფორმაციით, პორტის დირექტორთა საბჭოდან გასვლის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილება ვალდებულებებისთვის თავის არიდებას არ ნიშნავს.


„ვალდებულებისთვის თავის არიდებას, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. "თიბისი ჯგუფი" რჩება ინვესტორად და კონსორციუმის დამფუძნებლად. საუბარია მმართველი საბჭოსა და თანამდებობების დატოვებაზე“, - აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში".


მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის დირექტორთა საბჭოდან გადიან - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.


"მე და ბადრის მომავალ კვირას გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩამოვშორდები მე საბჭოს თავმჯდომარეობას და ბადრი დირექტორის მოადგილეობას. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმიტომ რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ გამო გაჩერდა ეს სასიცოცხლო პროექტი. შეუძლებელია ბანკებს ელაპარაკო 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და პროკურატურა ყოველდღე, სახალდოდ გდებდეს ბრალს", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პროკურატურა 2007-2008 წლების $17 მლნ-იანი ტრანზაქციის საქმეზე ფულის გათეთრების ბრალდებას უყენებს და აღმკვეთ ღონისძიებად მილიონ-მილიონ ლარს ითოხვს. ხაზარაძე ბრლადებას უარყოფს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ანაკლიის პორტს უკავშირებს.


სხვა სიახლეები