• Ƀ/$

ეროვნული ბანკის განცხადება

26 ივლისი 21:49 | ფინანსები

TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასვლის შესახებ, ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში).

საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს."


მსგავს თემაზე:

TBC bank-ის კაპიტალიზაცია 3 დღეში $192 მლნ-ით შემცირდა


მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700 -700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ



სხვა სიახლეები