• Ƀ/$

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ქართული მხარის ნებართვის გარეშე სოხუმში ფრენები ვერ განხორციელდება

27 ივლისი 12:05, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის მიერ 1993 წელს დახურული სოხუმის აეროპორტის შესაძლო გახსნის თაობაზე, სამოქალაო ავიაციის სააგენტო აგნცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს რომ ქართული მხარის თანხმობის გარეშე სოხუმში ფრენები ვერნ განხორციელდება.

"საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.


იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.


სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.


ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.


საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს. საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს".


რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა. მოგვიანებით კრემლმა საქართველოს ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.


მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიასთან ათწლიანი ე.წ. მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმა


6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2.49 მლნ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები