• Ƀ/$

TBC-ის დიდი ნახტომი ლონდონის ბირჟაზე

29 ივლისი 18:05 | ფინანსები

3 დღიანი 19%-იანი ვარდნის შემდეგ ორშაბათს, 29 ივლისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC bank-ის აქციების ღირებულება ერთბაშად 14.2%-ით გაიზარდა.

გასულ ოთხშაბათს, 24 ივლისს, დღის 12 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა რომ TBC-ის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაეყენათ. ფაქტმა ინვესტორებზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენა იქონია. 3 დღეში აქციების ფასები 19%-ით £12.18-მდე დაეცა, შესაბამისად £150 მლნ ფუნტით (550 მლნ ლარით) £668 მლნ-მდე შემცირდა ბანკის ჯამური კაპიტალიზაცია. TBC-ის გავლენით 150 მლნ ლარის ზარალი ნახეს სხვა ქართულმა კომპანიებმაც.


ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ, მათ ასევე აეკრძალათ ქვეყნის დატოვება სამართალდამცავი უწყების ნებართვის გარეშე.


პროკურატურა ხაზარაძეს 2007-2008 წლების ტრანზაქციის საქმეს ედავება და $17 მლნ-ს გათეთრებაში ადანაშაულებს. ხაზარაძე ბრალდებას უარყოფს და ყველაფერს ანაკლიის პორტის არაშენების სურვილით ხსნის.


3 წლის წინ 2016 წლის ივლისში TBC-ის აქციები £11.65-ად ივაჭრებოდა, 2018 წლის მარტში ფასმა £18.96-ს მიაღწია, ამჟამად კი ფასი £14.00-ს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძემ TBC bank-ში დირექტორთა საბჭოც დატოვა


მამუკა ხაზარაძე ანაკლიის მმართველ საბჭოს ტოვებს


მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700 -700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები



სხვა სიახლეები