• Ƀ/$

ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა

31 ივლისი 15:15 | ანალიტიკა

ლარის კურსმა 2.96-ს გადააჭარბა. ვალუტის გაუფასურებამ მოსახლეობის სხვადასხვა ფენა სხვადასხვა დოზით აზარალა.

6 წელიწადში ლარის 79%-იანმა ვარდნამ ინტერნეტგამოწერები ამავე მოცულობით და ზოგჯერ უფრო მეტადაც გააძვირა. საქართველოს კანონმდებლობით 300 ლარამდე პროდუქცია დღგ-ით არ იბეგრება, 300 ლარს ზემოთ კი განაკვეთი ნივთის ღირებულების 18%-ს შეადგენს. ელექტრონული წამკითხავის kindle-ის სტანდარტული ფასი $119-ს შეადგენს. მისი შეძენა 2013 წელს 196 ლარი (119*1.65) ჯდებოდა, დღეს კი იმავე ნივთის შესაძენად 415 ლარია საჭირო, რადგან 119 დოლარი ეროვნულ ვალუტაში 352 ლარია, ის დასაბეგრ ნივთთა სიაში გადავიდა და ზემოდან ღირებულების 18% დაემატა. გამოდის რომ ვალუტის 79%-იანმა გაუფასურებამ მოსწავეების, სტუდენტებისა და წიგნის მოყვარული მიგზაურებისთვის საჭირო ნივთი 111%-ით გააძვირა. მეტი სიზუსტისთვის ნივთს ნებისმიერ შემთხვევაში ემატება ტრანსპორტირების ხარჯი და კომერციული კურსიც ოფიციალურს აღემატება, თუმცა ეს ამ შემთხვევაში არაარსებითი დეტალია.


სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2013-2018 წლებში დოლარზე 4-ჯერ ნაკლებად მხოლოდ 20%-ით გაიზარდა, რასაც თავისი ახსნა აქვს. ჯერ ერთი იმპორტდამოკიდებულების მიუხედავად ყოველდღიურ მოხმარების პროდუქტში, ძირითადად საკვებში უმნიშვნელო არც ადგილობრივი წარმოებაა, მეორე იმპორტის დიდი ნაწილი დაახლოებით 35% თურქეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ხორციელდება, სადაც წინა წლებში ადგილობრივი ვალუტა კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დაბოლოს, იმპორტიორებმა მოგების მარჟა შეიმცირეს. Samsung galaxy S10 დღეს 2600 ლარი ღირს, 1.65-ის პირობებში ის ალბათ არ ეღირებოდა 1445 ლარი, მაგრამ შესაძლოა არც 1600 ლარზე ძვირი ყოფილიყოს. 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2.70 ლარია, 1.65-ის პირობებში ის 1.50 ლარი ალბათ არა, მაგრამ 1.70-ზე მეტი არ ეღირებოდა.


განვითარებულ ქვეყანაში როგოროც წესი მოგების მარჟა დაბალია, მაგრამ იქ მარჟას კონკურენცია სწევს და დაბალ მარჟას გაყიდვების დიდი მოცულობა აბალანსებს. საქართველოში, მცირე ბაზარზე მარჟა მსყიდველობითუნარიანობის არქონამ განაპირობა. შემცირებული მოგება სულაც არაა „ერთი მუჭა საქმოსნების“ პრობლემა. მცირე მოგებისას ბიზნესის მფლობელი დასაქმებულებს ხელფასსაც მცირედით უზრდის, უარეს შემთხვევასი უმცირებს, არ აფართოებს წარმოებას, არ ქმნის დამატებით დოვლათს, არ ასაქმებს ათიათასობით უმუშევარს, არ იხდის ათობით მილიონი ლარის გადასახადს. ქვეყნის ეკონომიკა იზრდება 4-5 პროცენტით ნაცვლად 7-8 ან 9-10 პროცენტისა.


არსებობს მოსაზრება, რომ ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება ექსპორტს ხელს უწყობს, რაც მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. თუ 2013 წელს ჯამურმა ექსპორტმა $2.91 მლრდ შეადგინა 2016 წელს ის 27.5%-ით $2.11 მლრდ-მდე შემცირდა, მაშინ როცა 2014 წლის 1-ელ იანვარს დოლარი 1.74 ღირდა, ხოლო 2016 წლის 31 დეკემბერს 52%-ით მეტი 2.64. მართალია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 10 ლარიანი 2.95-იანი კურსის შემთხვევაში $3.39 ღირს, 1.65-ის შემთხვევაში კი $6.06 მაგრამ ეს წესი პირდაპირ მხოლოდ ნედლეულზე ვრცელდება. საბოლოო პროდუქტის მისაღებად საჭიროა სხვადასხვა დეტალები, დანადგარები რისი იმპორტიც მწარმოებელს გაძვირებული დოლარის პირობებში უწევს.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები



სხვა სიახლეები