• Ƀ/$

2.9789 - ვარდნა შეუჩერაბლად გრძელდება

31 ივლისი 16:25 | ფინანსები

ლარი თვეს ახალი მიმდინარე წელს რიგით მე-9 რეკორდით ამთავრებს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დოლარის ღირებულებამ 2.9789-ს მიაღწია, რაც ოფიციალურ კურსს 1.82 თეთრით აღემატება.

ბანკებში და დღეს უკვე სავალუტო ჯიხურებშიც დოლარის საყიდელმა კურსმა 3.00-ს გადააჭარბა. პარალელურად 3.32-ს მიაღწია ევროს ფასმაც.


ლარი ამჟამად რეგიონში ერთადერთი ვალუტაა, რომელიც უფასურდება. ბოლო 1 თვეში დოლართან მიმართებაში გამყარდა რუსული რუბლი, სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი, თურქული ლირა და ასევე უკრაინული გრივნაც.


გაუფასურების ტემპმა წლის დასაწყისთან შედარებით 11.6%-ს, ბოლო 1 წელიწადში კი 22%-ს მიაღწია.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები