• Ƀ/$

ლარის ვარდნამ საქართველოს საგარეო ვალი 23.5 მლრდ-ით გაზარდა

1 აგვისტო 10:43 | ანალიტიკა

ლარის ოფიციალურმა კურსმა 2.97-ს გადააჭარბა, რამაც სხვა პრობლემებთან ერთად მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის საგარეო ვალი.

საქართველოს ჯამური საგარეო ვალი 31 მრტის მდგომარეობით $17.835 მლრდ-ა, მათ შორის სახელმწიფოს ვალი $5.361 მლრდ. კურსით 2.97 ეს თანხები ლარებში შესაბამისად 52.970 და 15.922 მლრდ ლარს აღწევს, მაშინ როცა კურსით 1.65 ვალის მოცულობა შესაბამისად 29.427 და 8.846 მლრდ ლარი იქნებოდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ფარავენ 7 მლრდ ლარზე მეტით გაიზარდა, რაც 1 სულ მოსახლეზე 2400-დან 4300 ლარამდე ზრდას ნიშნავს. ბევრად უფრო მეტით 23.5 მლრდ ლარით გაიზარდა საქართველოს ჯამური საგარეო ვალი.


მართალია კერძო სექტორის გაზრდილი დავალიანება სმოქალაქეების საშემოსავლო ან სხვა სახის გადასახადით ბიუჯეტიდან არ იფარება, მაგრამ ირიბი ეფექტი კიდევ უფრო მეტია რაც ნაკლებ ინვესტირებაში გამოიხატება. ნაკლები ინვესტირება კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი არ ფართოვდება, ვერ ასაქმებს დამატებით ადამიანებს და ვერ ქმნის დამატებით დოვლათს ეკონომიკაში.   


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები