• Ƀ/$

ბილაინმა ახალციხეში, კოსტავას #33-ში განახლებული მაღაზია გახსნა

1 აგვისტო 12:02 | კომპანიები

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველომ“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, ახალციხეში, კოსტავას #33-ში  განახლებული მაღაზია გახსნა.

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მაღაზიაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის  ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.


მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათების შეძენა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება. აქვე წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.


ბილაინი აქტიურად აგრძელებს მაღაზიების გახსნასა და განახლებას. დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით ბილაინის 36 მაღაზია ფუნქციონირებს.


სხვა სიახლეები