• Ƀ/$

ლარი მკვეთრად მყარდება

2 აგვისტო 11:20 | ფინანსები

რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლარი მეორე დღეა მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დოლარის ღირებულება 2.90-ს ჩამოსცდა, რაც 31 ივლისის მაჩვენებელზე 8 თეთრით ნაკლებია.

31 ივლისს ოფიციალურმა კურსმა 2.97-ს გადააჭარბა. იმავე საღამოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და სავალუტო აუქციონზე $40 მლნ-ს გაყიდვა დააანონსა, თუმცა მეორე დღეს მხოლოდ $32.8 მლნ-ს გაყიდვა შეძლო. 1-ელ აგვისტოს კურსი 4.22 თეთრით გამყარდა. გამყარების ტენდენცია 2 აგვისტოსაც შენარჩუნდა.


8 თეთრიანი გამყარების მიუხედავად მიმდინარე კურსი წლის დასაწყისის მაჩვენებელს 23 თეთრით აღემატება. იანვარში დოლარი 2.67 ლარი ღირდა.


მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები