• Ƀ/$

ლარი კიდევ 4.26 თეთრით გამყარდა

2 აგვისტო 17:09 | ფინანსები

2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8870 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9296 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 4.26 თეთრი შეადგინა.
 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2037 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2328 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.91 თეთრი შეადგინა.


გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5161 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4941 ლარი ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან  3 აგვისტოდან  შევა ძალაში.


მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები