• Ƀ/$

ბირთული შეთანხმება გაუქმებულია - გაიზარდა თუ არა აპოკალიფსის საფრთხე?

3 აგვისტო 15:24 | ანალიტიკა

შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვეს. „უვადო“ შეთანხმებამ მხოლოდ 31 წელს გაძლო.

გასული საუკუნის 30-იან წლებში ფიზიკოსებისთვის ატომური ენერგიის დამალული ძალიას შესახებ გახდა ცნობილი. 40-იან წლებში ნაცისტურმა გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა ბირთულ იარაღზე დაიწყეს მუშაობა. რომ არა ჰიტლერის ანტისემიტიზმი, რის გამოც ებრაელი მეცნიერები გერმანიიდან გაიქცნენ შესაძლოა ბირთულ რბოლაში ფიურერს გაემარჯვა და მსოფლიო ისტორია სამუდამოდ შეეცვალა. რელობაში კი 1945 წლის ივლისში ვაშინგტონმა „მანჰეტიენის პროექტი“ დაასრულა. ბომბი მზად იყო. 6 და 9 აგვისტოს იაპონიაში ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომვას ჯამში 300 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან 90% სამოქალაქო პირი იყო. იაპონია 1 კვირაში დანებდა და 14 აგვისტოს კაპიტულაცია გამოაცხადა, რასაც ხელი 2 სექტემბერს ოფიციალურად მოეწერა.



4 წლის მანძილზე შეერთებული შტატები ბირთულ იარაღზე მონოპოლიას ფლობდა, რომელიც 1949 წელს დასრულდა. ბერიას თაოსნობით საბჭოთა კავშირმა ცივილიზაციის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქურდობა ჩაიდინა და ატომური ბომბის მფლობელი გახდა. მოგვიანებით ბირთულ კლუბს კიდევ 7 სახელმწიფო: საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილო კორეა შეუერთდნენ. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი - ბირთული კლუბის წევრთა 1/3-ში (პაკისტანი, ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა) შესმოსავალი 1 სულ მოსახლეზე უფრო ნაკლებია ვიდრე საქართველოში.


პირველი ბომბის შექმნიდან 17 წლის შემდეგ, 1962 წელს მსოფლიო ბირთული ომის საფრთხის წინაშე დადგა. არც იქამდე და ჯერჯერობით არც იმის შემდეგ მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობა ასეთი მაღალი არ ყოფილა.



კარიბის კრიზისი განეიტრალდა, მაგრამ ამ კრიზისიდან თითქმის 30 წლელი საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების ქალაქების წინააღმდეგ დამიზნებული ბირთულქობიანიანი რაკეტები მხოლოდ ღილაკის 1 თითის დაჭერას ელოდა.


1987 წელს „პერესტროიკის“ დროს მხარეებმა როგორც იქნა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ძალაში 1988 წელს შევიდა. 3 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 800-ზე მეტი, ხოლო საბჭოთა კავშირმა 1800-ზე მეტი ბირთულქობიანიანი 500-5500 კმ სიშორის რადიუსის მქონე რაკეტა გაანადგურა.


30 წლის შემდეგ, მართალია შეთანხმებიდან პირველი აშშ გავიდა, მაგრამ პირობის დამრღვევი სინამდვილეში რუსეთია, რადგან მან აკრძალული იარაღი, ჯერ კალინინგრადში, შემდეგ კი ანექსირებულ ყირიმში მალულად განათავსა. ის რაც მოითმინა ობამამ არ მოითმინა ტრამპმა, თუმცა რუსეთს მისთვის აგრესორის წოდების საბაბი მისცა.


სახელმწიფოთაშორის დადებული ზავები, შეთანხმებები და თავდაუსხმელობის პაქტები ათასწლეულების განმავლობაში მრავალჯერ დარღვეულა და კიდევაც დაირღვევა. დამრღვევს როგორც წესი რაიმე სარგებლის მოლოდინი გააჩნდა. ჩვეულებრივ შეიარაღებაში ეს სრულიად გასაგებია, მაგრამ არა ატომურ ომში. თავდაცვის სრულყოფილი ფარი არ არსებობს. ამერიკასა და რუსეთის შეიარაღებაში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის 6500-6500 ატომური ბომბია. იმ დაშვებითაც კი, თუ თავდაცვის ფარი მათი 90%-ის განადგურებას შეძლებს, რაც არარეალური რიცხვია 650 ბომბი ქვეყნის სრულიად გასანადგურებლად აბსოლუტურად საკმარისია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ მეორე უფრო დიდი ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო. რაც არ უნდა არაჰუმანურად ჯღერდეს, უმთავრესი მიზეზი რის გამოც მესამე მსოფლიო ომი არ მოხდა გაერო კი არა ბირთული შეიარაღება და სრული განადგურების შიშია.


დღეს ტერორისტების ხელში ე.წ. ჭუჭყიანი ბომბის ჩავარდნა უფრო სახიფათოდ მიიჩნევა ვიდრე აშშ-რუსეთის ან თუნდაც ინდოეთ-პაკისტანის სრულმასშტაბიანი ომია. რეალურ დაპირისპირებაში ატომურ ბომბს თვით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი - „ადამიანი რაკეტა“ კიმ ჩენ ინიც კი არ იყენებს, რადგან თავად კიმმაც კი იცის რა შედეგი მოჰყვება ასეთ ქმედებას.


აპოკალიფსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ 31 წლის წინ დადებული შეთანხმება მხოლოდ სახმელეთო რაკეტებს ეხებოდა და არ მოიცავადა წყალქვეშა და თვითმფრინავით გადასატან ბირთულ არსენალს.


მსგავს თემაზე:

ნატოს გენმდივანი რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს


ბირთული ომის ახალი საფრთხე? დაძაბულობა ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე


ჩრდილოეთ კორეამ ბირთული შეიარაღების პროცესი განაახლა


გაივლის თუ არა სომხეთის ბირთვული ტვირთი საქართველოზე?



სხვა სიახლეები