• Ƀ/$

ვენესუელური ბოლივარი 793 000 000%-ით გაუფასურდა

4 აგვისტო 12:21 | ფინანსები

ამი თუ იმ ვალუტის გაუფასურება ჩვეულებრივი მოვლენაა და სისტემატურად ხდება, მაგრამ ის რაც ვენესუელურ ბოლივარს ემართება, ის ჩვეულებრივი კი არა ისტორიული მოვლენაა.

სულ რაღაც 1 კვირაში 29 ივლისიდან 4 აგვისტომდე დოლარის ღირებულება 35%-ით 8827-დან 11 894 ბოლივარამდე გაიაზრდა, წლის დასაწყისიდან კი გაუფასურების ტემპმა 1767%-ს მიაღწია. 1-ელ იანვარს დოლარი „მხოლოდ“ 637 ბოლივარი ღირდა.


ვენესუელური ვალუტის გაუფასურება წელს არ დაწყებულა. ზუსტად 1 წლის წინ, ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რომლის უფლებამოსილებასაც 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო არ ცნობს, ბოლივარს 5 ნული ჩამოაშორა, თუმცა ეს იყო დენომინაცია დენომინაციისთვის, რომელიც ყოველგვარი რეფორმის გარეშე გატარდა. შედეგად ჰიპერ გაუფასურება გაგრძელდა. უბრალოდ ღეს დოლარ 11 894 ბოლივარი ღირს და არა 1 189 400 000 ბოლივარი.



თუ 5 წლიან პერიოდს ავიღებთ 793 000 000%-იან გაუფასურებას მივიღებთ. XXI საუკუნეში ამ მიმართულებით ბოლივარს მხოლოდ ზიმბამვური დოლარი „სჯონბის“ 2008 წელს 100 ტრლნ-იანი ბანკნოტის დაბეჭვდა გახდა საჭირო. არათუ ლარი ბოლივართან კუპონიც კი ვერ მივა ახლოს.



ვალუტის ასეთი გაუფასურება უმეტეს შემთხვევაში ომებს, სამოქალაქო ომებსა და ბუნებრივ კატაკლიზმებს უკავშირდება, თუმცა ვენესუელაში ყველაფრის მიზეზი არასწორი ეკონომიკური პოლიტკაა. სოციალიზმმა ნავთობის დამტკიცებული მარაგით #1 სახელმწიფო უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანა. მაშინროცა უდაბნოში გაშენებულ საამიროებსა და ყატარში ცხოვრება დუღს გასაოცარი ბუნების ვენესუელიდან ყველა გარბის, ვისაც კი გაქცევა შეუძლია.


მსგავს თემაზე:

მაინც რა დაემართა ვენესუელას?



სხვა სიახლეები