• Ƀ/$

აჭარის რეკლამა National Geographic-ზე ტრიალებს

5 აგვისტო 11:43, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს შემდეგ აჭარის საიმიჯო რგოლებს წელს პირველად National Geographic-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. 

რეგიონის სატელევიზიო რეკლამა პოპულარულ სამოგზაურო არხზე დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ლატვიასა და ესტონეთში ტრიალებს.


“აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციას. ამ შემთხვევაში აქცენტი გვაქვს ჩვენს სამიზნე ევროპულ ბაზრებზე, სადაც აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველი ვიდეორგოლები ლატვიურ, გერმანულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე ტრიალებს. ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის რეკლამირება ისეთ პოპულარულ სამოგზაურო მედიაპლატფორმაზე, როგორიცაა National Geographic რა თქმა უნდა  საქართველოს დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. პარალელურად აჭარაზე სტატიებსა და ბლოგებს ამზადებს ფორბსი, კოსმოპოლიტანი, VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel და სხვა გავლენიანი მედიაგამოცემები. რეგიონის რეკლამირება ასევე, გრძელდება გარე და ონლაინ რეკლამით, როგორც ტრადიციულ ისე ახალ სამიზნე ქვეყნებში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.


მსგავს თემაზე:

National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორი გახდა


აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი იზრდება


აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს



სხვა სიახლეები