• Ƀ/$

ივლისში საქართველოში ტურუსტების რაოდენობა 5.8%-ით გაიზარდა

5 აგვისტო 13:31 | ეკონომიკა

ივლისში საქართველოს მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. სტატისტიკური მონაცემები მედიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8 %-ია. ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ივლისში რუსეთიდან ტურისტული ვიზიტები 14%-ითაა შემცირებული.


თუმცა, მისივე განმარტებით,  გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო მიმართულებით.


„მიუხედავა იმ პროპაგანდისა, რომელიც მიმდინარეობს, ადამიანებს მაინც აქვთ სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, ბუნებრივია,  მოხარულები ვართ და მივესალმებით,  რომ გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო მიმართულებით. გერმანია, პოლონეთი, ყაზახეთი, ჩინეთი -  ეს ის მიმართულებებია, სადაც სასიხარულოდ შემოდის კიდევ უფრო მეტი ტურისტი“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


6 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან  ქვეყნის შემოსავალმა  მილიარდ ნახევარი დოლარი შეადგინა.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.


პუტინის განკარგულებით, მთავრობას დაევალა საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.


ასევე, პუტინმა რუსულ ტუროპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოს საგზურების გაყიდვა აუკრძალა. 


ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ტურისტების რაოდენობის შემცირება სახელდებოდა. ასე ვრცელდებოდა არარეალური ინფორმაციებიც, რომლის თანახმადაც აჭარაში ტურისტების რაოდენობა 50%-ით იყო შემცირებული, რაც სტატისტიკურმა მაჩვენებლემა უარყო.


მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა


აჭარის რეკლამა National Geographic-ზე ტრიალებს



სხვა სიახლეები