• Ƀ/$

აშშ-ში უმუშევრობა 3.7%-ზე ნარჩუნდება

5 აგვისტო 13:41 | ეკონომიკა

შეერთებულ შტატებში უმუშევრობა ბოლო 50 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ 3.7%-იან ნიშნულზე ნარჩუნდება.

ივლისში დასაქმებულთა რიცხვი 283 ათასით 157.3 მლნ-მდე გაიზარდა, ამავე დროს სამუშაო ძალის ზრდის შედეგად 88 ათასით 6.1 მლნ-მდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობაც.


აზიური წარმოშობის ამერიკელებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავაც ყველაზე დაბალია, თუმცა ის 2.1%-დან 2.8%-მდეა გაზრდილი. თერკანიან ამერიკელბში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.3%-ს შეადგენს, ლათინოამერიკელებში 4.5%-ს, აფროამერიკელებში 6%-ს, თინეიჯერებში 12.8%-ს რაც მათი გამოუცდელობითა და დაბალი კვალიფიკაციით აიხსნება.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ-ში მშპ-ის ზრდის ტემპმა პირველ კავარტალში 3.2%-ს მიაღწია რაც ბოლო ათწლეულში პირველი კვარტალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


მსგავს თემაზე:

მოსაზრება რომ ტექნოლოგიები უმუშევრობას ზრდის მცდარია


შეერთებულ შტატებში დასაქმების ბუმია



სხვა სიახლეები