• Ƀ/$

ლარმა ახალი კვირა დიდი რყევებით დაიწყო

5 აგვისტო 15:30 | ფინანსები

ლარმა ახალი კვირა დიდი რყევებით დაიწყო. რამდენიმე საათის განმავლობაში Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 2.88-დან 2.92-მდე რამდენჯერმა შეიცვალა.

გასულ კვირას ლარმა გაუფასურების რეკორდი რამდენჯერმე მოხსნა და ბოლოს კურსი 2.97-ს გადასცდა, ბანკებსა და ჯიხურებში დოლარის საყიდელმა ფასმა 3 ლარსაც გადააჭარბა, ხუთშაბათს და პარასკევს კი 4-4 თეთრით გამყარდა. ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად $40 მლნ-ც გამოიტანა, თუმცა მხოლოდ $32.8 მლნ-ს გაყიდვა მოახერხა.


ორშაბათს 5 აგვისტოს ვაჭრობა კურსით 2.90 დაიწყო და მას შემდეგ მოკლე დროში 8-ჯერ გამყარდა და გაუფასურდა. 15:30-ის მდგომარეობით კი კურსი ისევ 2.90-ზეა, თუმცა ის შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიცვალოს.


მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები