• Ƀ/$

საფრანგეთში ბატონ-ყმობის გაუქმებიდან 230 წელი გავიდა

5 აგვისტო 17:33 | ანალიტიკა

230 წლის წინ ბასტილიის ციხის აღებიდან 3 კვირაში, 1789 წლის 5 აგვისტოს საფრანგეთში ბატონ-ყმობა კანონით გაუქმდა. სულ მალე ქვეყანა რეპრესიებმა მოიცვა, რაც ნაპოლეონის ზეობით გაგრძელდა.

XVIII საუკუნის მიწურულს, საფრანგეთში, ისევე როგორც თითქმის მთელ იმდროინდელ მსოფლიოში მოსახლეობის 98% სიღარიბეში იხრჩობოდა, მონარქის კარზე კი ზეიმები არ წყდებოდა. უსასრულო ფლანგვისა და ომების წარმოების გამო ხაზინის ვალი უსაშველოდ გაიზარდა, რასაც გაზრდილი ფასები და გადასახადები ვეღარ ფარავდა.


გაზრდილი წინააღმდეგობის ფონზე ლუი XVI იძულებული გახდა გენერალური შტატები ისევ მოეწვია. მონარქიის მხრიდან კომპრომისის არ გამოჩენის გამო, გენერალურ შტატებში მესამე წოდებამ თავი „ეროვნულ კრებად“ გამოაცხადა. ხალხმა იარაღს მოჰკიდა ხელი, 14 ივლისს შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა ბასტილიის ციხე აიღეს. აჯანყების ექო მთელს ქვეყანაში გავრცელდა. გლეხები წვავდნენ და ძარცვავდნენ მემამულეების ქონებას. 5 აგვისტოს ეროვნულმა კრებამ ყოველგვარი ფეოდალური პრივილეგიები და მასთან ერთად ბატონ-ყმობაც გააუქმა, მაგრამ რადგან თავის გასათავისუფლებლად თანხის გადახდა იყო საჭირო, გლეხები აღნიშნულ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებაში არ მოუყვანია.


საგარეო ვალის დასაფარად 400 მლნ ლივრის საეკლესიო ქონება სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, მაგრამ ეს მხოლოდ ვალების 20%-ს თუ დაფარავდა. პარიზში და სხვა ქალაქებში შიმშილობა გრძელდებოდა, რაც უკმაყოფილებას ახალ-ახალ მასშტაბებს სძენდა.


1791 წლის პირველი კონსტიტუციით აბსოლუტური მონარქია კონსტიტუციური მონარქიით შეიცვალა, მაგრამ პროცესები ვერც ამ ფაქტმა გაანელა.


1793 წელს ძალაუფლება ხელში რობესპირმა აიღო. ეროვნულმა კრებამ 387 ხმით 334-ის წინააღმდეგ მეფეს სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილი მიუსაჯა. განაჩენი 21 იანვარს აღსრულდა. მალევე გილიოტინამ მსხვერპლად თავად რობესპიერის თავიც მიიღო. იქამდე ახალგამოგონილ სიკვდილის მანქანას რამდენიმე ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მათი დიდი ნაწილი უდანაშაულო იყო. რევოლუციას შეეწირა ცნობილი მეცნიერი და ლავუაზიეც.


საუკუნის მიწურულს ნაპოლეონი საფრანგეთის ერთპიროვნული მმართველი ხდება, რომელიც მას ძლევამოსილ იმპერიად აქცევს. მაგრამ მარცხდება „გენერალ ზამთართან.“


რევოლუციების, რესტავრაციების, რეპრესიებისა და ომების შემდეგ თანამედროვე სახით მეხუთე რსუპუბლიკა 1958 წელს მეორე მსოფლიო ომის გმირის და მშემდგომ პრეზიდენტის გენერალ შარლ დე გოლის თაოსნობით ჩამოყალიბდა.


დღეს საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს, ბირთული კლუბისა და დიდი შვიდიანის წევრია. $2.78 ტრლნ-ით რიგით მეექვსე ეკონომიკაა, 65 მლნ-იანი მოსახლეობით კი 22-ე.


სხვა სიახლეები