• Ƀ/$

ჩინური იუანი უფასურდება

6 აგვისტო 11:03 | ფინანსები

ჩინური იუანი უფასურდება, თუმცა განსხვავებით საქართველოსგან ეს ფაქტი აშშ-ში უფრო აღელვებთ ვიდრე თავად ჩინეთში.

თუ 1 თვის წინ 1 აშშ დოლარი 6.70 იაუნი ღირდა, დღეს მისი ფასი 5%-ით მეტი 7.04 იუანია.


გაუფასურების მიზეზი არც ინვესტიციების ნაკლებობაა და არც ეკონომიკის შენელებული ზრდა,რაც ისედაც მოსალოდნელი იყო. მას თავისი მიზანი გააჩნია და ეს მიზანი ექსპორტის წახალისებაა.


ჩინეთი ისედაც წლებია #1 ექსპორტიორია. 2018 წელს მან მსოფლიოში $2.45 ტრლნ-ს ექსპორტი განახორციელა რაც უახლოეს კონკურენტს - შეერთებულ შტატებს $785 მლრდ-ით აღემატება. თავად აშშ-ისთან ჩინეთს ვაჭრობაში $419 მლრდ-იანი პროფიციტი გააჩნია, რაც 2019 წელს ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ჩინეთის პროფიციტმა აშშ-ისთან $167 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე $17 მლრდ-ით ნაკლებია.



ექსპორტიორი ქვეყნისთვის ვალუტის ზომიერი გაუფასურება მისაღებია. მის მიერ წარმოებული პროდუქცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რასაც ვერ ვიტყვით ისეთ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაზე როგორიც საქართველოა.


რამდენად წაახალისებს ჩინურ ექსპორტს სუსტი იუანი ამას დრო გამოაჩენს, მანამდე კი სექტემბრიდან აშშ-ში ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფები შედის ძალაში.


მსგავს თემაზე:

ჩინეთის ამბიციები, გახდება იუანი მსოფლიო ვალუტა?


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები



სხვა სიახლეები