• Ƀ/$

ლარმა მკვეთრი გაუფასურება განაახლა

6 აგვისტო 15:18 | ფინანსები

ხანმოკლე გამყარების შემდეგ ლარმა გაუფასურება განაახლა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9300-ს მიაღწია, რაც ოფიციალურ კურსს 3.54 თეთრით აღემატება. 

გასულ კვირას ლარმა გაუფასურების რეკორდი რამდენჯერმე მოხსნა და ბოლოს კურსი 2.97-ს გადასცდა, ბანკებსა და ჯიხურებში დოლარის საყიდელმა ფასმა 3 ლარსაც გადააჭარბა, ხუთშაბათს და პარასკევს კი 4-4 თეთრით გამყარდა. ხუთშაბათს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად $40 მლნ-ც გამოიტანა, თუმცა მხოლოდ $32.8 მლნ-ს გაყიდვა მოახერხა.


სამშაბათს 6 აგვისტოს ვაჭრობა 2.9050-ით დაიწყო და გაუფასურება თითქმის უწყვეტად გაგრძელდა.


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები