300 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე მოიხსნა მიწის ნაყოფიერი ფენა, განლაგდა მილები და დაწყებულია მათი შედუღების პროცესი.
გაზსადენის მშენებლობას სნგკ-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯი-პი-სი“ უზრუნველყოფს. სამუშაოების დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
საკურორტო ზონა - გოდერძის არასოდეს ჰქონია გაზმომარაგების რაიმე ალტერნატიულ წყარო. პროექტის განხორციელების შედეგად ბუნებრივ აირს მიიღებენ მაღალმთიანი კურორტები გოდერძი და ბეშუმი.
მსგავს თემაზე:
კურორტ გოდერძიზე 125 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტები მიმდინარეობს
კურორტ გოდერძიზე 4K ფორმატის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღეს
მაღალმთიან აჭარაში დამატებით 15 200 აბონენტი გაზიფიცირდება