Note 10-თან ერთად სულ მალე მომხმარებელს მისი გაძლიერებული ვერსიის Galaxy Note 10+ -ის შეძენაც შეეძლებათ. ვიზუალურად, ეკრანში ჩაშენებული კამერით ორივე მათგანი ძალიან გავს თებერვალში გამოსულ S10-ს.
Note 10-ს 6.3 ინჩიანი ეკრანი გააჩნია. თუმცა გარჩევადობით განსაკუთრებით ვერ დაიკვეხის 1080 X 2280-ზე, რაც შეიძლება სხვა მწარმოებლისთვის საუკეთესო მაჩვენებელია, მაგრამ არა სამსუნგისთვის. სამაგიეროდ Note 10+ -ის 6.8 ინციან ეკრანს აქვს უკვე სდანდარტულად ქცეული 1440 X 3040 გარჩევადობა.
სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 8GB-დან იწყება და 12GB-მდე ადის. შიდა მეხსიერება 256GB-დან იწყება. Note 10+ -ს ასე ექნება 1TB მეხსიერების ბარათის მხარდაჭერაც.
ორივე მოდიფიკაციის სმარტფონი 7 ნანომეტრიანი 2.3 გიგაჰერცფიანი 8 ბირთვიანი პროცესორით იქნება აღჭურვილი.
უკანა მხარეს ორივე სმარტფონს 3-3 კამერა ექნება, საიდანაც ორი 12MP-იანი, ხოლო ერთი 16MP-იანი იქნება. სელფის კამერა კი 10MP-იანია. დიაფრაგმა უკანა კამერის შემთხვევაში F/1.5-თან, სელფის კამერის შემთხვევაში F/1.6-თან.
ბატარეის ზომა შესაბამისად 3500 და 4300 მილიამპერ/საათია. სწრაფდამტენი მათ 30 წუთში დამუხტავს.
განახლდა და დამატებითი ფუნქციები შეიძინა სტილუსმა. ვიდეოკონტენტის მართვა და სხვა ოპერაციების წარმოება სმარტფონის ეკრანზე ახლა უკვე დისტანციურადაც შესაძლებელი გახდა.
Windows-თან გაღრმავებული თანამშრომლობის შედეგად სმარტფონი კომპიუტერთან უფრო ადაფტირებული გახდა.
სამსუნგმა კაბელიან ყურსასმენზე ამჯერადაც უარი განაცხადა.
S10+ -ის მსგავსად Note 10+ -ის ზოგიერ ვერსიას 5G ხარდაჭერა ექნება.
გაყიდვები 23 აგვისტოდან დაიწყება. საქართველოში Note 10-ის ფასი 2900 ლარიდან, Note 10+ კი 3400 ლარიდან.
მსგავს თემაზე:
SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა
Samsung-მა ვერტიკალური ტელევიზორი შექმნა