• Ƀ/$

ვარდნა გრძელდება - კურსი 2.94-ს გადასცდა

8 აგვისტო 15:05 | ფინანსები

მცირედი გამყარების შემდეგ ლარი მეოთხე დღეა მკვეთრ ვარდნას განაგრძობს. Blooomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსმა 2.94-ს ხელახა გადააჭარბა.

გასულ ოთხშაბათს ლარის არსებობის ისტორიაში პირველად კურსი 2.97-ს გადასცდა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად $40 მლნ გაიტანა, თუმცა მხოლოდ $32.8 მლნ-ს გაყიდვა მოახერხა. ამის მიუხედავად ხუთშაბათსა და პარასკევს ეროვნული ვალუტა 4-4 თეთრით გამყარდა, ორშაბათიდან კი გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო. თუ ორშაბათს 5 აგვისტოს ოფიციალური კურსი 2.8870 იყო, ხუთშაბათს 8 აგვისტოს მან 2.9338-ს მიაღწია. მაღალი ალბათობით 17:00 სთ-ზე სების მიერ გამოცხადებული პარასკევის კურსი კიდევ უფრო მაღალი იქნება.


ლარი დოლართან მიმართებაში წლის დასაწყისიდან დღემდე 10%-ით, 1 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით კი 20%-ით გაუფასურდა.


მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა


ვენესუელური ბოლივარი 793 000 000%-ით გაუფასურდა



სხვა სიახლეები