• Ƀ/$

Nestle ჩინეთში Starbucks-ის ყავის გაყიდვას იწყებს

8 აგვისტო 15:17 | კომპანიები

Nestle Starbucks- ის ბრენდის ყავის გაყიდვას იწყებს. ამით ის ეცდება აზიის ამ ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე ყავის მოხმარების მაჩვენებელი გაზარდოს. 

გასულ წელს Nestle-მ მისი გაყიდვის ექსკლუზიეურ უფლებაში  7,15 $მლრდ გადაიხადა. მიმდინარე წლის თებერვლიდან კი დაიწყო Starbucks- ის ეტიკეტირებული პროდუქტების გაყიდვა ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.


მსოფლიოს უმსხვილესი საკვები კომპანია Starbucks- ის 21 ბრენდირებულ კაფსულასა და სწრაფი ყავის პროდუქტს ჩინურ ელექტრონულ კომერციულ პლატფორმებზე, როგორიცაა Alibaba's (BABA.N) Tmall და JD.com (JD.O) ასევე ოფისებისა და სასტუმროებისთვის გაყიდის. 


”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩინეთი ზოგადად ყველაზე საინტერესო ბაზარია, განსაკუთრებით ყავის მიმართულებით, რადგან ერთ სულ მოსახლეზე მისი მოხმარება აზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მცირეა”, - აცხადებს ჩინეთში Nestle– ს აღმასრულებელი დირექტორი რაშიდ ალემ ქურში.


სხვა სიახლეები