• Ƀ/$

30 მაისიდან 8 აგვისტომდე რეფინანსირების სესხის მოცულობა 165%-ით გაიზარდა

8 აგვისტო 17:38 | ფინანსები

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გაცემული ერთკვირიანი რეფინანსირების სესხის მოცულობა 140 მლნ ლარით 1.59 მლრდ ლარამდე გაზარდა, რაც მიმდინარე წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. 

რეფინასირების სესხი ბანკებზე კვირაში ერთხელ ხუთშაბათობით გაიცემა. 4 იანვარს მისი მოცულობა 1 მლრდ ლარს შეადგენდა. 28 თებერვლისთვის ის თითქმის 4-ჯერ 270 მლნ-მდე შემცირდა. კურსი ყველაზე მყარი 2.64 სწორედ ამ დროს იყო.  განსაკუთრებული მატება ივნისიდან დაიწყო. 30 მაისიდან დღემდე გაცემული სესხი მოცულობა 165%-ით 600 მლნ-დან 1.59 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც ლარზე ზეწოლის ერთ-ერთი დამატებითი მიზეზთაგანია. დღესვე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.50 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.32 თეთრით გაუფასურდა.



მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები