• Ƀ/$

ჩინეთი მზის ელექტროსადგურების სიმძლავრეს აორმაგებს

10 აგვისტო 12:26 | ტექნოლოგიები

მზის ენერგიის ათვისებაში ჩინეთი პირველ ადგილზეა და ლიდერის პოზიციის დათმობას არც უახლოესია ათწლეული აპირებს.

2018 წელს ჩინეთში მზის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 175 გიგავატი შეადგინა, რაც აშშ-ის იაპონიისა და გერმანიის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. მხოლოდ გასულ წელს ჩინეთმა სიმძლავრე 45 გიგავატით გაზარდა, რაც თავის მხრივ იტალიის, ავსტრალიის, თურქეთისა და ესპანეთის ჯამურ მაჩვენებელს აჭარბებს.


ჩინეთის ამბიცია უბრალო პირველობით არ შემოიფარგლება. 5 წელიწადში მას არსებული მონაცემების გაორმაგება სურს. თუმცა დაახლოებით იმავე მოცულობით ზრდიან წარმოებას სხვა ქვეყნებიც. თუ პირველი 10 სახელმწიფოს მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმზლავრე დღეს 425 გიგავატია, 2024 წლისთვის ის 875 გიგავატამდე იზრდება.



მზის ენერგიას, სხვა ალტერნატიულ ენერგიებთან შედარებით ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია. ფასების ვარდნის ფონზე ბოლო წლებში წარმოება ყველაზე მეტად სწორედ ამ მიმართულებით  გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

საამიროებში ახალმა მზის ელექტროსადგურმა 1 კვტ/სთ-ს ფასი 2.42 ცენტამდე შეამცირა


ავსტრალია 149 კვ.კმ ფართობზე 13.4 მლნ ცხენის ძალის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს აშენებს



სხვა სიახლეები