• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ისესხა

13 აგვისტო 13:24 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 13 აგვისტოს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  58 000 000 ლარიშეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.530 პროცენტით,  მაქსიმალური 6.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.572 პროცენტით განისაზღვრა.


იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 102 045 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.700 პროცენტით, მაქსიმალური 6.770 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.743 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები