• Ƀ/$

წითელი ხიდიდან სარფამდე დასაფარი მანძილის დრო 4-4.5 სთ-მდე მცირდება

13 აგვისტო 15:25 | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, დეპარტამენტის მიერ, 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და გზების დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. 

„შთამბეჭდავი 6 თვე გამოვიდა. მაგისტრალური გზების მშენებლობა არის უმთავრესი პრიორიტეტი და აღმოსავლეთ დასავლეთის ავტომაგისტრალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ეს მარშრუტი იწყება წითელი ხიდან და შეადგენს 430 კილომეტრს სარფამდე. ამ დროისთვის,  200 კილომეტრი ჩქაროსნული გზა აშენებულია და 140 კილომეტრის მშენებლობა მიმდინარეობს. წელს, სამუშაოები დაიწყო ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე როგორიც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთია. დღეის მდგომარეობით სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს ორ, ხევი უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ხელშეკრულება ფრომდება, ასევე მე-4 შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო წინადადებები აგვისტოში გაიხსება და წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება.  რაც შეეხება წითელი-ხიდის მონაკვეთს მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია, ხოლო ინტენსიური საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე.


2020-2022 წლებში ეტაპობრივად მოხდება ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთების ექსპლუატაციაში შეყვანა და 2021 წელს უკვე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ბათუმი-სარფის მონაკვეთზე.


საბოლოდ, წითელი ხიდიდან-სარფამდე გადაადგილება 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული მანძილი მოკლდება 30 კილმეტრით და არსებული მგზავრობის დრო ფრაქტობრივად ნახევრდება. წითელი ხიდან-სარფამდე მგზავრობა ნახევარ დროში, უსაფრთო საგზაო მოძარაობის პირობებში იქნება შესაძლებელი“ - აღნიშნა ღონისძიებაზე ირაკლი ქარსელაძემ.


რიკოთის საუღელტეხილო გზა ჯამში 51 კმ-ია და ერთ-ერთი რთული მონაკვეთია, მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს 4 ზოლიანი მაგისტრალის მოწყობას. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.


მსგავს თემაზე:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


ყინწვისი-ტყემალოვნის გზის 15.4 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება


კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა 2020 წლამდე დაიწყება



სხვა სიახლეები