• Ƀ/$

მთა, სუფთა ჰაერი, დოღი და თანამედროვე მუსიკის ფესტივალი - რა ელოდება ბახმაროში 19 აგვისტოს ასულ სტუმრებს

13 აგვისტო 15:35 | მედია ბიზნესისთვის - M2B

19 აგვისტოს, დაბა ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ასულ სტუმრებს დიდი დღესასწაული ელით!

9 საათზე ბახმაროს ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო წირვა დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, 12 საათზე ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი დაიწყება.


პარალელურად გაიმართება ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.


მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულები „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში გაგიწევენ მასპინძლობას.


12 საათზე სპორტული ღონისძიებები დაიწყება და „ბახმაროს ფალავანი 2019 გამოვლინდება“.


13 საათზე დაიწყება ტრადიციული დოღი, რომელშიც სხვადასხვა კუთხის ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.



დღის კულმინაცია კი 17 საათზე დაიწყება - მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ, (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით - Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და
Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ.


შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება - ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს!


სხვა სიახლეები