• Ƀ/$

სუსი განცხადებას ავრცელებს

13 აგვისტო 19:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა. მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს სუს-იც. 

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2019 წლის 25 ივნისიდან, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.


დადგენილია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ასევე დადგენილია, რომ შესაძლო დანაშულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ.


გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები.


ამ ეტაპზე გამოკითხულია ყველა ის პირი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მსგავს თემაზე:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 100 მლნ-ს გადასახადის თავიდან არიდება აღკვეთა



სხვა სიახლეები