• Ƀ/$

განათლების სამინისტრო სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს

14 აგვისტო 13:24 | ტექნოლოგიები

საქართველოს განათლების სამინისტრო, რეფორმის ფარგლებში, სფეროში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვის პროექტს ხორციელდებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ს (IOHK) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები განიხილა.


„დაახლოებით ერთი თვის წინ ხელი მოვაწერეთ ტექნოლოგიების სფეროში ამერიკულ წამყვან კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ მემორანდუმს, რაც გულისხმობს განათლების მიმართულებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას. დღეს გვსტუმრობდნენ ამერიკელი ექსპერტები, ამ სფეროს სპეციალისტები „კარდანო ჯგუფიდან“, რომლებიც ჩვენს ქართველ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობენ და სექტემბერში უკვე წარმოადგენენ კონკრეტულ სისტემას. სისტემა გულისხმობს სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დიპლომებისა და სახელმწიფო სერთიფიკატების გადაყვანას ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. აქტიურად მიდის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე  უკვე დავასრულებთ სამუშაოებს, შესაბამისად, მთელი განათლების სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადაყვანა სრულად განხორციელდება. ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.“


პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, სამინისტრო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ახორციელებს, გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას.  სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია  თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება.


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი - მომავლის ტექნოლოგია


პროდუქტის წარმოების სერთიფიკატები ბლოკჩეინში განთავსდება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი