• Ƀ/$

17 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

14 აგვისტო 15:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის 17 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით  დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.  

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც  ექნებათ.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.



მსგავს თემაზე:

შანხაი პეკინს 600 კმ/სთ სიჩქარის მატარებლით დაუკავშირდება


რკინიგზაზე წყალბადზე მომუშავე პირველი მატარებელი გამოჩნდა



სხვა სიახლეები