• Ƀ/$

"რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "მაესტროს" საბიუჯეტო დავალიანებამ 55 მლნ-ს მიაღწია

14 აგვისტო 17:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელევიზიებს ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე საკუთარი შეთავაზებების წარდგენა და მიმდინარე დავალიანებების გადახდა ურჩია.

,,სხვათაშორის, ეს სხვა ბიზნესებზეც მითქვამს. ერთი წლის წინ იყო „ომეგას“ თემა, სადაც ვთქვით, რომ მიმდინარე გადახდა დაიწყოს და ძველზე მაქსიმალურად ხელს შევუწყობდით. რა დოზით, რა სახით, ეს მოლაპარაკებების საგანია. შევხედავთ ფინანსურ მდგომარეობას, მიმდინარე შემოსავლებს და რასაკვირველია, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რამაც არ უნდა გამოიწვიოს ბიზნესის დახურვა. არავის მოუმართავს და ჩვენი მოლოდინია, უახლოეს დღეებში უახლოეს კვირებში ან მაქსიმუმ, ალბათ, თვის ბოლომდე მოვლენ თავიანთი შემოთავაზებებით", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


ივანე მაჭავარიანმა ტელევიზიების დავალიანებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება: „რუსთავი 2“ – 28 მლნ ლარი, „იმედი" – 19 მლნ, ხოლო „მაესტრო" – 8 მილიონზე მეტი.


მინისტრის მთავარი პირობაა, ტელეკომპანიებმა მიმდინარე დავალიანებები გადაიხადონ და აღარ დააგროვონ ვალები.


,,ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვიქნებით, მაქსიმალურად შევალთ ბიზნესის მდგომარეობაში", –განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანიების ძველი საგადასახადო დავალიანებების საკითხზე საუბრისას.


მსგავს თემაზე:

პაატა სალია: "რუსთავი 2"-ის გაყიდვის მიზეზი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა



სხვა სიახლეები