• Ƀ/$

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 9.4%-ით შემცირდა, ევროკავსირიდან 21.8%-ით გაიზარდა

15 აგვისტო 15:03, 2019 წელი | ფინანსები

ფულადი გზავნილებს მოცულობა 2019 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით $155 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თახებმა ჯამში $59 მლნ შეადგინა, რაც 2018 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 21.8%-ით მეტია. ყველაზე დიდი 64%-იანი ზრდა პოლონეთიდან დაფიქსირდა. გარდა ამისა 24%-ით გაიზარდა გზავნილები გერმანიიდან, 26%-ით იტალიიდან და 47%-ით საფრანგეთიდან.


25%-იანი წილის ფლობით რუსეთი პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა პოზიციებს მუდმივად თმობს. ივლისში რუსეთიდან შარშანდელზე 9.4%-ით ნაკლები $39 მლნ გადმოირიცხა. რუსეთისგან განსხვავებით 6.7 და 7.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა აშშ-დან და ისრაელიდან.


ივლისში საქართელოდან სხვა ქვეყნებში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტი $19.2 მლნ გადაირიცხა.


მსგავს თემაზე:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5 წლიან მინიმუმამდე შემცირდა



სხვა სიახლეები