• Ƀ/$

შეფერხება ავტობანის მშენებლობაზე – გაფიცულია 150 მუშა

16 აგვისტო 13:08 | კომპანიები

ავტობანის ზესტაფონის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 150-მდე მუშა ხელფასების გაზრდას მოითხოვს და შრომის არასათანადო პირობებს აპროტესტებს.

გაფიცულების მტკიცებით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშროლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.


"დღეში 22 ლარს ვიღებთ, აქედან ნაწილი ტრანსპორტში გვეხარჯება, მივითხოვთ დამტებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. გაფიცულების თქმით, მათთვის სოლიდარობის გამოხატვის გამო რამდენიმე თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხონა არ შესრულდება. ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.


როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან.


მსგავს თემაზე:

რიკოთზე ხევი-უბისის მონაკვეთის მშენებლობის მოზამზადებელი სამუშაოები გრძელდება


რიკოთის მშენებარე მონაკვეთზე სიჩქარე 40 კმ/სთ-მდე შეიზღუდა


წლის ბოლომდე რიკოთის საუღელტეხილო გზის ყველა მონაკვეთზე ხელშეკრულება გაფორმდება



სხვა სიახლეები